ბიტკოინის კურსის სამიზნე 10.000 დოლარია

0
1409

ოთხშაბათს, 10 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა. დღის განმავლობაში ფასის მცირე რყევები შეიმჩნეოდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ციფრული ვალუტის უმეტესობამ კურსის გაუმჯობესება მოახერხა.

10 ივნისს ბიტკოინის ფასმა მოიმატა და 9.870 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 1%-ით არის გაზრდილი.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეებში ბიტკოინის ფასის ნიშნული 9.760-სა და 9.830 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის სამიზნე დონე 10.000 დოლარია.

მნიშვნელოვანია, რომ მთლიან ბაზარზე ბიტკოინის საბაზრო წილი 64.9%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც გაიზარდა. ალტკოინის ფასის ნიშნული 246 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 27 მილიარდი დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 280.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი