21 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1174

ორშაბათს, 21 ივნისს კრიპტოვალუტების ბაზარი მკვეთრად შემცირდა.

დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფასების შემცირების ტენდენცია, რომელიც 0.07%-დან 20%-მდე მერყეობდა.

დღეს ბიტკოინის ფასმა 32.000 დოლარის დონემდე დაიკლო. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით შემცირდა.

ბაზარზე ბიტკოინისა და ეთერიუმის დომინანტურობის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 45,9% და 16,9%.

რაც შეეხება ეთერიუმს: 21 ივნისს ეთერიუმის კურსი 2.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. დღის განმავლობაში ალტკოინის ფასი 13.41%-ით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასმა დაახლოებით 2.246 დოლარიდან დაიწყო კურსის შემცირება. დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა კი 1.920 დოლარის ფარგლებში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 ივნისს, დღის ბოლოს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 322 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი