Libra-ს ასოციაციას ახალი მთავარი იურისტი ჰყავს

0
1610

Libra-ს ასოციაციამ მთავარ იურისტად FinCEN-ისა და OFAC-ის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ ვერნერი დანიშნა.

ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ ასოციაციამ განაცხადა, რომ რობერტ ვერნერის ასოციაციის მრჩევლად დანიშვნა, რა თქმა უნდა, ეს არის მარეგულირებელი სტრუქტურებისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი.

რობერტ ვერნერს აქვს უზარმაზარი გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის.

სხვადასხვა დროს ის იყო ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელის დირექტორი და Goldman Sachs-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.

Facebook-ი Libra-ს ასოციაციას დატოვებს, თუკი აშშ-ში Libra რეგულირების გარეშე ამოქმედდება.

ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში გამართულ კონგრესის მოსმენაზე, Facebook–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ისაუბრა კომპანიის ვალდებულების შესახებ.

მან თქვა, რომ Facebook-ი იქამდე არ დაიწყებს კრიპტოვალუტის გამოშვებას მანამ, სანამ აშშ-ს მთავრობისგან მწვანე შუქი არ იქნება.

შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს კომპანია, თუკი Libra-ს ასოციაცია მარეგულირებლის ნებართვის გარეშე დაიწყებს მოქმედებას, მარკ ცუკერბერგის პასუხი ასეთი იყო: ”მაშინ, ჩვენ, იძულებული გავხდებით, რომ ასოციაცია დატოვოთ”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი