Chainlink-ი და Moonbeam-ი თანამშრომლობას იწყებენ

0
768

Chainlink-ი Moonbeam-თან თანამშრომლობს, რათა ფასის მონაცემები Polkadot-ის დეველოპერებს მიაწოდოს.

დეცენტრალიზებულმა ქსელმა Chainlink-მა (LINK) თავისი სერვისები ერთი სახელის ქვეშ გააერთიანა და მას Chainlink Price Feeds to Moonbeam-ი უწოდა.

მედიისათვის გაგზავნილ განცხადებაში Chainlink-ის გუნდმა აღნიშნა, რომ Moonbeam-ზე პირდაპირ გაშვება, მათ ვინც პლატფორმის შენების პროცესშია საშუალებას მისცემს მიიღონ წვდომა ფასების შესახებ, რომელიც შედგენილია სხვადასხვა ბირჟებიდან.

ეს საშუალებას აძლევს დეცენტრალიზებულ ფინანსების (DeFi) დეველოპერებს ფასის ზუსტი მონაცემები მიაწოდონ თავიანთ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApps).

Moonbeam-ის დამფუძნებელმა, დერეკ იომ, აღნიშნა, რომ აქტივების ქსელურ ფასებზე წვდომას DeFi-ში ბევრი გამოყენება აქვს, მაგრამ “თავდასხმებისადმი” წინააღმდეგობის გაწევა და ფასების მონაცემების მანიპულირება რთულია.

თუმცა Moonbeam-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ Chainlink-ს შეუძლია პრობლემის გადაჭრა.

“Chainlink ინტეგრაცია არის ერთ-ერთი ბოლო ინტეგრაცია, რომელიც საჭიროა Moonbeam DeFi დეველოპერებისთვის ბლოკების სრული ნაკრების უზრუნველსაყოფად”,- განაცხადა დერეკ იომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი