7 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1982

კვირას, 7 ოქტომბერს კრიპტოვალუტის ფასებს მკვეთრი ცვლილება არ განუცდიათ.

ბიტკოინის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა. კრიპტოვალუტის კურსი 6.500-დან 6.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ დღის ბოლოს კრიპტოვალუტის ფასის მაჩვენებელი 0.31%-ით იყო გაუმჯობესებული, რის შედეგადაც ბიტკოინის კურსმა 6.600 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა და 6.612 დოლარზე დაფიქსირდა.

ბიტკოინის კაპიტალიზაცია დაახლოებით, 114 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ხოლო 24 საათის განმავლობაში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი კი 3 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსმა დღის განმავლობაში 0.3%-ით დაიკლო. ეთერიუმის ფასი 220-დან 225 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის დანაკარგი კვირის განმავლობაში დაახლოებით 4%-ს შეადგენს, როდესაც წინა თვეში იმავე პერიოდის კურსის კლება 3.5%-ით განისაზღვრა.

შეგახსენებეთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 218 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი