კენიაში სპორტული ღონისძიებები შესაძლოა, ციფრული ვალუტით დაფინანსდეს

0
1031

კენიაში ახალგაზრდა მეწარმეთა ქსელის ციფრული ვალუტის ტესტირება მიმდინარეობს.

ციფრული ვალუტის მიზანია სპორტული ღონისძიებებისა და სასწავლო პროგრამების გადახდის საშუალებად გამოყენება.

ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამაუ ნიაბენგიმ The Africa Report-ს განუცხადა, რომ ციფრული ვალუტა ხელმისაწვდომი ნოემბერში იქნება.

ბოლო დროს მედიით არაერთხელ გავრცელდა ცნობა, რომ აფრიკის კონტინენტზე ციფრული ვალუტა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

“აფრიკელები სულ უფრო ხშირად იყენებენ კრიპტოვალუტას”,- ნათქვამია Blockchain-ის ანალიტიკური ფირმის Chainalysis–ის ახალ ანგარიშში.

კომპანიის მონაცემები აჩვენებს, რომ ბევრი ადგილობრივი კერძო პირი და ბიზნესი კრიპტოვალუტებს იყენებს ტრადიციული ვალუტის არასტაბილურობის გამო.

აფრიკაში ყოველთვიურად გადარიცხვების რაოდენობამ 600,000-ის ნიშნულს გადააჭარბა. 10,000 დოლარამდე გადარიცხვების საერთო რაოდენობა 55%-ით გაიზარდა ივნისის თვეში და მიაღწია 316 მილიონ დოლარს. ნიგერიას კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს, ასევე სამხრეთ აფრიკა და კენია ლიდერობენ რეგიონში კრიპტოვალუტის გადარიცხვის ოპერაციების რაოდენობით.

ამასთანავე, Arcane Research-ისა და Luno-ს ბოლოდროინდელმა მოხსენებამ აჩვენა, რომ უგანდა, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა, განა და კენია ტოპ 10 ქვეყანას შორის არიან, რომელთა მოქალაქეებიც Google-ით ხშირად ეძებენ სიტყვას “ბიტკოინს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი