პირველ მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1277

ოთხშაბათს, 1 მაისს ბაზრის პოზიტიური იმპულსის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასები ზრდას განაგრძობდა. ციფრული ვალუტების კურსის ზრდა 1-დან 7%-მდე მერყეობდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 0.89%-ით გაიზარდა. ამის შემდეგ ფასმა 5.399 დოლარის ნიშნული დაიკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ 26 აპრილს ბიტკოინის ფასი 5.500 დოლარზე ზემოთ მერყეობდა. შემდეგ კი კურსი 5.200 დოლარამდე ჩამოვიდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი 0.93%-ით გაუმჯობესდა. ეთერიუმის ღირებულებამ კი 160 დოლარს მიაღწია.

ციფრული ვალუტის კურსი 25 და 26 აპრილს მერყევი იყო. კრიპტოვალუტის ფასი 165-დან 153 დოლარამდე მერყეობდა. მხოლოდ 29 აპრილიდან დაიწყო ალტკოინმა სტაბილურობის შენარჩუნება. კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი კი 2.5%-იან ზრდას ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 174 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი