ვირტუალური თამაშების კომპანიები NFT-ის აქტიურად იყენებენ

0
1427

Polemos-მა, რომელიც სპეციალიზირებულია NFT თამაშებში, სტრატეგიული დაფინანსების რაუნდში 2 მილიონი დოლარი მოაგროვა. Polemos-მა გამოაცხადა დაფინანსების რაუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საინვესტიციო კომპანიები Delphi Digital-ი და Framework Ventures-ი.

რაუნდის სხვა მონაწილეები იყვნენ DeFi-ს დამფუძნებლები Sushi-დან, Aave-დან და 1inch Exchange-დან.

Illuvium-ი 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ეს არის სათავგადასავლო თამაში, რომელიც ეთერიუმის Blockchain-ზე არის აგებული.

თამაშის მონაწილეთა მოვალეობაა, რომ შეაგროვონ Illuvials-ი, რომლებიც წარმოდგენილია როგორც სავაჭრო NFT-ები.

Illuvium-ის გაშვებამდე, კომპანია მოთამაშეთა მრავალფენიანი ქსელის შექმნას აპირებს. Polemos-ი ასევე თანამშრომლობს ონლაინ აზარტული თამაშების ოპერატორთან, Asian Logic-თან.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Marvel Entertainment-ს საკუთარი NFT-ი ექნებოდა.

კომპანიის თანახმად, NFT მოიცავს ციფრულ კოლექციებს და კომიქსებს, რომელთა გაყიდვა შეუძლიათ Marvel-ის გულშემატკივრებს. ასევე შესაძლებელი იქნება მათი ჩვენება ვირტუალურ შოურუმებში.

Marvel-ის ყველა ციფრული კოლექცია Blockchain-ზე განაწილდება და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება VeVe-ს ბაზარზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი