ანალიტიკოსი: ბიტკოინს გრძელვადიანი პოტენციალი გააჩნია

0
1399

რობერტ ჰერჯევეკმა ABC-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ბიტკოინს გრძელვადიანი პოტენციალი გააჩნია.

ოქროს ღირებულებაზე საუბრის შემდეგ ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მას სწამს კრიპტო სექტორის წარმატების. რობერტ ჰერჯევეკის აზრით, ციფრული გადახდების სისტემა მომავლის ტექნოლოგიაა.

მისი ფავორიტი კრიპტოვალუტა კი არის ბიტკოინი.

”მომხმარებლები გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ყოველთვის ირჩევენ იმას, რაც მათთვის არის მისაღები და კომფორტული. ბიტკოინს კი ნამდვილად შეუძლია გარკვეული სახის კომფორტის შექმნა”,- განაცხადა ანალიტიკოსმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ბიზნესმენი, რომელიც კრიპტო სფეროსთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებს, ციფრული ვალუტის მიმართ დადებითად არ არის განწყობილი. მაგალითად, უორენ ბაფეტი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა არ არის ღირებული აქტივი.

24 თებერვალს CNBC-სთან ინტერვიუს დროს მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანი, უორენ ბაფეტი ბიტკოინის შესახებ საუბრობდა.

გადაცემაში ასევე მონაწილეობდა Tron-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯასტინ სანი. უნდა აღინიშნოს, რომ ის ციფრული ვალუტის ინდუსტრიის დიდი ხნის გულშემატკივარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი