კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2127

ამ კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ბაზარზე დაფიქსირდა, როგორც კლების ისე ზრდის ტენდენციები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფასების მკვეთრ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსი უკვე ერთი კვირაა 6.500 დოლარის ნიშნულს ინარჩუნებს. ანალიტიკოსების თქმით მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასმა 6.832 დოლარს მიაღწიოს.

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს 7.413 დოლარის ზღვარი. თუკი ბიტკოინის კურსი ამას გადაკვეთს მაშინ შესაძლოა, კრიპტოვალუტის ფასმა 8.500 დოლარის დონეს მიაღწიოს.

თუმცა ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსმა 6.341-სა და 6.435 დოლარს შორის იმოძრაოს, ხოლო თუ ფასი ამ ნიშნულის ქვემოთ მოექცა მაშინ ბიტკოინის კურსი 6.075-სა და 5.900 დოლარს შორის იმერყევებს.

ამ შემთხვევაში ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის შენარჩუნებას 5.900 დოლარის ნიშნულზე ურჩევენ.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი 200-დან 250 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეთერიუმის კურსის ზრდის ნიშანი იქნება, როდესაც ფასი 322 დოლარს მიაღწევს.

ფასის კლების შემთხვევაში კი მოსალოდნელია კრიპტოვალუტის კურსმა 200 დოლარზე დაბლა დაიწიოს და 12 სექტემბრის მაჩვენებელი, 167 დოლარი გაიმეოროს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ამ ეტაპზე პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

რიპლი

ბოლო ორი დღის განმავლობაში, რიპლი 0.50-სა და 0.55 დოლარს შორის მოძრაობდა. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა 0.55 დოლარის ზღვარს გადალახავს მოსალოდნელია, რომ რიპლის ფასი 0.63 დოლარამდე გაიზარდოს.

ხოლო იმ შემთხვევათი, თუ რიპლის კურსი 0.50 დოლარის დონეს ჩამოსცდება მაშინ შესაძლოა, კრიპტოვალუტის ფასი 0.43 დოლარზე დაეცეს. ხოლო, თუკი ეს ნიშნულიც ვერ შეინარჩუნა მოსალოდნელი დონე 0.38 დოლარი იქნება.

ექსპერტები ტრეიდერებს რიპლიზე ვაჭრობის შეჩერებას 0.42 დოლარზე ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი მერყევია, თუმცა ფასის მკვეთრად გაზრდა მაინც ვერ მოახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ თუკი კრიპტოვალუტის კურსი 600 დოლარს მიაღწევს ეს იქნება კრიპტოვალუტის ფასის ზრდის ტენდენციის პირველი ნიშანი.

ხოლო, თუ ბიტკოინ Cash-ის ფასი 400 დოლარის ნიშნულამდე დაეცემა ეს კლების აშკარა მაჩვენებელი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას 400 დოლარზე ურჩევენ.

ლაიტკოინი

ამჟამად, ლაიტკოინის კურსი 49-სა და 69 დოლარს შორის მერყეობს. კრიპტოვალუტის ფასის ზრდის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც ლაიტკოინის ფასი 70 დოლარს მიაღწევს, ხოლო კლების ტენდენცია იქნება, როდესაც ციფრული ვალუტის ფასი 49 დოლარამდე დაეცემა.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა მაშინ დაიწყონ, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 70 დოლარს მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი