ორშაბათს, 3 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტების ფასმა საგრძნობლად დაიკლო. ბიტკოინი ჩამოსცდა 9.000 დოლარის ნიშნულს.
30 მაისს, 2019 წლის განმავლობაში ბიტკოინმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, თუმცა ფასის ნეგატიური ქორექტირება მაინც მოხდა. ამასთანავე, გუშინ ბიტკოინის ფასმა 8.600 დოლარის შენარჩუნებაც კი ვერ მოახერხა და კურსი 8.600 დოლარზე ჩამოვიდა.
უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინი დაახლოებით 2.4%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინთან ერთად დაიკლო ეთერიუმის კურსმაც. ბოლო მონაცემების თანახმად, ალტკოინის ფასის მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის შემცირებული.
ამ ეტაპზე ეთერიუმის კურსი 248 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 270 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ციფრულ ბაზარზე კი ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 55.8%-ს შეადგენდა.