ციფრული ანალიზის კომპანია: ბიტკოინი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტაა

0
1359

კრიპტო ანალიტიკურმა კომპანიამ, Delphi Digital-მა ბიტკოინის “აქტივების კლასის მეფე უწოდა”. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად ფასის რყევებისა ბიტკოინის მიმართ ინტერესი არ შეცვლილა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს განსაკუთრებულად მაისის თვეს ეხება, როდესაც ბიტკოინის კურსი მკვეთრად გაიზარდა.

Delphi Digital-ის მონაცემებით, 2019 წელს მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სავაჭრო სივრცის სირთულისა, კრიპტოვალუტა ფასის მატებას მაინც განაგრძობს.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში ბიტკოინი კვლავ გარკვეული რისკის შემცველ აქტივად რჩება. ასევე ინვესტორებში ჯერ კიდევ მაღალია არასტაბილურობის მოლოდინი. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა საბოლოო გამარჯვების მოპოვება”,- განაცხადა კომპანიის ციფრულმა ანალიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ იუსკომ განაცხადა, რომ ბიტკოინი ყველა ინვესტორის საფულეში უნდა იყოს.

მარკ იუსკომ განაცხადა, რომ მისი აზრით, ბიტკოინში მომდევნო 10 წელიწადში ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება. აშკარაა, რომ Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი