ტექ.-ანალიტიკოსი ჯონ ემსიეიფი საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის

0
1429

ტექ.-ანალიტიკოსმა ჯონ ემსიეიფიმ განაცხადა, რომ საკუთარ კრიპტოვალუტას შექმნის.

ამის შესახებ ინფორმაცია ტექ.-ანალიტიკოსმა Twitter-ის საშუალებით გაავრცელა.

ანალიტიკოსის Twitter-ის გვერდის მიხედვით უნდა მოხდეს “McAfee Freedom Coin”-ის გამოშვება. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ციფრული ვალუტა შემოდგომაზე გამოვა.

როგორც ჯონ ემსიეიფიმ განაცხადა, კრიპტოვალუტა განსხვავებული იქნება სხვა ციფრული ვალუტებისგან და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

რამდენიმე კვირის წინ მედიით გავრცელედა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტის კომპანიის Galaxy Digital-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ ნოვოგრაცი ვარაუდობდა, რომ სოციალური მედიის გიგანტების მიერ შექმნილი რომელიმე კრიპტოვალუტა უდავოდ წარმატებული პროექტი იქნებოდა.

“მე ვფიქრობ, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტა იქნება წარმატებული. ასევე საჭიროა, რომ Telegram-ს ჰქონდეს თავისი კრიპტოვალუტა. მე კარგად ვხედავ, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები წარმატებული აღმოჩნდება”,- აღნიშნა CNBC-სთან ინტერვიუს დასასრულს Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი