Coinbase Wallet-ი ახალ საფულეს ქმნის

0
1113

საფულეების სერვისების კომპანია Coinbase Wallet-ი, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-ის მფლობელობის ქვეშაა, Ledger-ის ტექნოლოგიით მხარდაჭერილ ახალ საფულეს უშვებს, რომელსაც გაფართოვებული ბრაუზერის მხარდაჭერა ექნება.

ახალი საფულე ხელმისაწვდომი იქნება Chrome Web Store-ში და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეინახონ და აწარმოონ ტრანზაქციები, როგორც კრიპტოვალუტით ასევე NFT-ით.

Ledger-ის მხარდაჭერის დამატებით Coinbase-ი მომხმარებლებს ოფლაინში საფულეების მონაცემების შენახვის საშუალებას მისცემს.

Coinbase-ის პროდუქტის უფროსმა მენეჯერმა, ადამ ზადიკოფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სერვისი მომხმარებლებს დამატებითი უსაფრთოხების შრეებს შესთავაზებს, რაც მათი კომპანიის სერვისებით სარგებლობის მეტ კონფორტსა და უსაფრთხოებაზე მიანიშნებს.

„ჩვენ გვსურს მივცეთ ყველას უფლება, გამოიყენონ DApps-ი და შევიდნენ Web3-ში. ეს მოითხოვს ეკოსისტემაში ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი და ხელმისაწვდომი საფულის შექმნას. ამ კოლაბორაციაზეა დამოკიდებული გაძლიერებული უსაფრთხოების სისტემა, რაც საფულეების გამარტივებულ და უსაფრთხო მართვას ნიშნავს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ამჯერად, Coinbase-ზე 150-ზე მეტი სახეობის კრიპტოვალუტის შენახვა არის შესაძლებელი და საერთო ჯამში საფულეებში კრიპტოვალუტის 12% არის განთავსებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი