22 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1394

გუშინ, 22 აგვისტოს თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსი გაუმჯობესდა.

ბიტკოინის ფასი დაახლოებით 6.644 დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 4%-ით მოიმატა.

უკანასკნელი კვირის მანძლიზე ბიტკოინის ფასი დაახლოებით 6.400-6.500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3.2%-ით არის გაზრდილი. ხოლო, რაც შეეხება თვის განმავლობაში დანაკარგს, კრიპტოვალუტის კურსი დაახლობით 11%-ით არის შემცირებული.

ფასის მომატების მიუხედავად ეთერიუმი ვერც კი მიუახლოვდა 300 დოლარის ნიშნულს. კრიპტოვალუტის ღირებულება 285 დოლარი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერუმის ფასი 3.5%-ით იყო გაზრდილი.

როგორც ექსპერტები ამბობენ, კრიპტოვალუტას აქვს იმის შანსი, რომ 295 დოლარიდან ფასი 300 დოლარზე გაზარდოს. ყოველკვირეული ჩარტში, ეთერიუმის კურსი 3.7%-ით არის შემცირებული, ხოლო თვის განმავლობაში კლების მაჩვენებელი 39%-ზე მეტს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 22 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 216.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი