ტექსასის შტატის სუპერმარკეტებში ციფრული ვალუტის ბანკომატები განთავსდება

0
974

ტექსასის შტატის კრიპტო მომხმარებლებს მალე სუპერმარკეტების დიდ ქსელში ციფრული ვალუტის გამოყენება შეეძლებათ.

მყიდველებს, რომლებსაც სურთ თავიანთი კრიპტოვალუტის განაღდება, სასურსათო პროდუქტების შესაძენად, მალე ამის გაკეთება პირდაპირ შტატის სუპერმარკეტებში შეეძლებათ.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტო ბანკომატების კომპანია Coin Cloud-ი ემზადება ბანკომატების დასამონტაჟებლად რეგიონის 29 ლოკაციაზე. ბანკომატები საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შეიძინონ და გაყიდონ 30-ზე მეტი კრიპტოვალუტა, მათ შორის ბიტკოინი, ეთერიუმი, Dogecoin-ი, ლაიტკოინი და DeFi სიმბოლოები.

Coin Cloud–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, კრის მაკალარმა განაცხადა, რომ მომავალში საცალო ვაჭრობა უფრო მეტად გაეცნობა ციფრული ვალუტის როლს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიპტო ბანკომატების კომპანია მაღაზიათა ქსელებში დამონტაჟებულ აპარატებს მიანიჭებს ფუნქციას, რისი საშუალებითაც კრიპტოვალუტაზე გადაცვლა შესაძლებელი იქნება როგორც საკრედიტო, ასევე სადებეტო ბარათების გამოყენებით, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს საზოგადოებისათვის ციფრული ვალუტის მოხმარებას.

შეგახსენებთ, რომ ტექსასში მაინინგის ბიზნესი ძალიან პოპულარულია. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიები მუშაობისთვის განახლებად ენერგიას იყენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი