ალტკოინების კურსი შემცირებულია

0
1716

4 აპრილს ალტკოინების ფასმა ოდნავ დაიკლო. წინა დღეების მონაცემებთან შედარებით კრიპტოვალუტების კურსი შემცირებული იყო.

ბოლო 25 საათის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 5%-ით შემცირდა. 4 აპრილს ალტკოინის ფასი 277 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის კურსი ერთი კვირის მანძილზე 68%-ით გაიზარდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინ Cash-ის კაპიტალიზაცია 4 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

3 აპრილის მონაცემების მიხედვით კი, ალტკოინზე ვაჭრობა 298 დოლარზე დაიხურა.

რაც შეეხება რიპლის: 4 აპრილის მონაცემებით, ალტკოინის ფასი 0.33 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რიპლის ფასმა დაახლოებით 6%-ით დაიკლო.

3 აპრილს რიპლის კურსიც ზრდის ტენდენციას აჩვენებდა. 3 აპრილის მონაცემების თანახმად, ალტკოინზე ვაჭრობა 0.34 დოლარზე დაიხურა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რიპლი კაპიტალიზაციის სიდიდით კვლავ მესამე ადგილს იკავებს. ალტკოინის კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი