NYDIG-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის ბიტკოინში ანაზღაურებას გულისხმობს

0
826

NYDIG-ის შეთავაზება მონაწილე კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ თანამშრომლებს შრომითი ანაზღაურება ბიტკოინში გადაუხადონ.

ნიუ-იორკის ციფრული საინვესტიციო ჯგუფმა, NYDIG-მა სარგებლის მიღების პროგრამა წამოიწყო, რომელიც მასში მონაწილე კომპანიების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ხელფასის ნებისმიერი რაოდენობა კრიპტოვალუტაში აიღონ.

გავრცელებული ინფორმაციით, NYDIG-ის ამ პროგრმაში სპორტის, გართობისა და ციფრული ვალუტის რამდენიმე კომპანია იქნება თავდაპირველად ჩართული. მათ შორის არიან: Everbowl-ი, MVB Bank-ი, StretchZone-ი, კრიპტო ანალიტიკური კომპანია TIE, ციფრული ვალუტის მაინინგ კომპანია Iris Energy და Fertitta.

კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ NYDIG-ის Bitcoin Savings Plan-ში, შეეძლებათ ანაზღაურების ბიტკოინში გადატანა დამატებითი პროცენტებისა და პროცედურების გარეშე.

კომპანიის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, 30 წლამდე თანამშრომელთა 36%-მა აღნიშნა, რომ დაინტერესებული იქნებოდა ხელფასის ნაწილის ბიტკონში ანგარიშსწორებით, დაახლოებით 33% კი ისეთ დამსაქმებელს ირჩევს, რომელიც მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებას ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი