ტონი ვეისი: კრიპტოვალუტის ბაზარს კონკრეტული კატალიზატორი არ ჰყავდა

0
1573

ბიტკოინის ანალიტიკოსმა ტონი ვეისმა განაცხადა, რომ ბოლო დროს კრიპტოვალუტის ბაზარს კონკრეტული კატალიზატორი არ ჰყოლია.

2 აპრილის ღამეს ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაიზარდა. როგორც ტონი ვეისი ამბობს, ეს შეიძლება უბრალოდ სპეკულაცია იყო. ვეისი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტების ფასების ზრდას ყოველთვის კატალიზატორი არ სჭირდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვეისმა განაცხადა, რომ ბიტკოინი სხვა აქტივებისგან ამ კუთხით არ განსხვავდება.

ვეისმა ისიც განაცხადა, რომ ყოველთვის მოსალოდნელი იყო ბიტკოინის ფასის მომატება 5.000 დოლარზე. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ამ კვირაში ფასების ასეთ მკვეთრ ცვლილებას არ ელოდებოდა.

ბიტკოინის ფასის მომატებასთან დაკავშირებით ციფრული ვალუტის საინვესტიციო კომპანიის BKCM-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან კელიმ განაცხადა, რომ ბიტკოინის მომავალი სამიზნე ფასი 6.000 დოლარი იქნება.

CNBC-ისთან ინტერვიუს დროს კელიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სრულიად მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის პოზიცია 6.000 დოლარი გახდეს.

ანალიტიკოსის აზრით, ბიტკოინის ფასის ცვლილება გამოიწვია ინსტიტუციონალური ინვესტორების გააქტიურებამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი