შვეიცარიის საბანკო ჯგუფი მომხმარებელს კრიპტოვალუტის სერვისს შესთავაზებს

0
1632

შვეიცარიის საბანკო ჯგუფმა Swissquote-მა განაცხადა, რომ მარტის ბოლოს მომხმარებელს კრიპტოვალუტის სერვისს შესთავაზებს.

განცხადების თანახმად, კომპანია 2017 წლიდან ხუთი ძირითადი კრიპტოვალუტის ვაჭრობის სერვისს შემოიღებს.

კრიპტობირჟის ახალი მომსახურეობა 21 მარტს ოფიციალურად ამუშავდება. ანგარიშის თანახმად, კლიენტებს შეეძლებათ “გარე საფულედან” თავიანთ ანაგრიშებზე თანხა გადარიცხონ და პირიქით.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პლატფორმა საშუალებას მისცემს კომპანიას გახდეს უფრო უსაფრთხო და ტექნოლოგიურად სრულად ინტეგრირებული კრიპტოვალუტის სავაჭრო ინდუსტრიაში. ამასთანავე, პლატფორმა უნდა იყოს ხელმისაწვდომი როგორც კერძო ისე, ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის.

პლატფორმის ტექნიკურად გამართვაზე კი fintech სტარტაპი Crypto Storage AG-ი იმუშავებს.

Crypto Storage AG-ი არის შვეიცარიული კომპანია, რომელიც უზრუნველჰყოფს ინფრასტრუქტურის შექმნას.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის საბანკო ჯგუფმა Swissquote-მა ბიტკოინის მიღება ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი შვეიცარული ბანკია კრიპტოვალუტის ინდუსტრიის გულშემატკივარი. მაგალითად, შვეიცარიის Lenzburg ბანკი ქვეყანაში პირველი ბანკი გახდა, რომელიც ბიზნეს-ანგარიშებს Blockchain-სა და კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის უზრუნველჰყოფს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი