ხუთშაბათს, პირველ ნოემბერს ციფრული ვალუტების კურსმა მცირედი ზრდა განიცადა. ბიტკოინის კურსი გაუმჯობესდა და კვლავ 6.400 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი კვირაა კრიპტოვალუტების ფასები შემცირებული იყო, მაგრამ კურსის მკვეთრ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.
ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 0.9%-ით გაიზარდა. საბოლოოდ ბიტკოინის ფასი 6.360 დოლარზე დაფიქსირდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი დღის მეორე ნახევარში ოდნავ მერყეობდა. კურსი ძირითადად 6.547-სა და 6.311 დოლარს შორის მოძრაობდა.
რაც შეეხება ეთერიუმს, კრიპტოვალუტამ ბოლო 24 საათის მანძილზე 0.7%-იანი ზრდა აჩვენა. თუმცა კურსის ზრდის ეს პროცენტული მაჩვენებელი არ აღმოჩნდა ისეთი დიდი, რომ კრიპტოვალუტა 200 დოლარის ნიშნულს დაბრუნებოდა. ამიტომ დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა 198 დოლარზე დაიხურა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 205 მილიარდ დოლარს შეადგენდა.