23 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1593

სამშაბათს, 23 ოქტომბერს ციფრული ვალუტების ბაზარი აშკარა ზრდის ტენდენციას აჩვენებდა.

ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში წინა დღესთან შედარებით გამყარებული იყო. საბოლოო ჯამში, დღის ბოლოს კრიპტოვალუტის ფასმა 6.487 დოლარს მიაღწია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში დაფიქსირდა 6.506 დოლარის პოზიციაც.

რაც შეეხება კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსის შემცირებას, კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 1.7%-ით არის დაკლებული.

უნდა აღინიშნოს, რომ 22 ოქტომბერის მაჩვენებელთან შედარებით ეთერიუმის კურსი გაუმჯობესდა. ალტკოინის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 2.95%-ით მოიმატა. საბოლოოდ, კი დღის ბოლოს ფასი 206 დოლარის დონეზე დაფიქსირდა.

კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნული 201 დოლარზე აჩვენა ეთერიუმმა, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 16 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ალტკოინის ფასი 210 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 211 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი