ბელგიაში ინვესტორებმა 12 მილიონი კრიპტოვალუტით თაღლითობის შედეგად დაკარგეს

0
1063

გასულ წელს ბელგიელმა ინვესტორებმა 12 მილიონი დოლარი დაკარგეს კრიპტო და ფორექს თაღლითობების გამო.

დანაკარგები კრიპტოვალუტის თაღლითობის გამო ბელგიაში იზრდება. ბელგიის ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, მიმდინარე წელს ფინანსური თაღლითობების გზით დაკარგულმა თანხამ, რომლის ძირითადი წილი მოდის ფორექს და კრიპტო სექტორზე, თიქთმის 12 მილიონ დოლარს მიაღწია.

ფინანსური ბიუროს კვლევითმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2019 წლიდან 2020 წლის სექტემბრამდე ადამიანებმა დაკარგეს 10 მილიონი ევრო. თაღლითური სქემა იყენებდა ინტერნეტში არსებულ ყალბ მონაცემებს, ქმნიდა ყალბ რეკლამებს, სადაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ცნობილი ადამიანების უარყოფითი შინაარსის შემცველ ფოტო და ვიდეო მასალას.

სქემა ასევე მოიცავს კლიენტებთან სატელეფონო კავშირს, მათი აქტივების დასადგენად. გამოძიების მიერ მოპოვებული ეს და სხვა დეტალური ინფორმაცია ბელგიაში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს აცნობს, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები.

”პლატფორმები ხშირად ძალიან აგრესიულ და ბინძურ მეთოდებს იყენებენ, რათა დაგარწმუნონ, რომ უფრო მეტი თანხები ჩადოთ”, – განაცხადა ფინანსურმა მაკონტროლებელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი