რეინ ნოინერი: 2018 წლის ბოლოს ბიტკოინის კურსი 50.000 დოლარს მიაღწევს

0
1425

ანალიტიკოსმა რეინ ნოინერმა CNBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი 2018 წლის ბოლომდე 50.000 აშშ დოლარს მიაღწევდა. მან ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ ბიტკოინის ფასი 2018 წლის ბოლოს 50.000 დოლარზე არ შეჩერდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით ანალიტიკოსების ნაწილი რეინ ნოინერის მოსაზრებას არ ეთანხმება. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ დღევანდელი მონაცემებით ბიტკოინის კურსი 2018 წელს 50.000 დოლარის ფარგლებში ვერ იმოძრავებს.

თუმცაღა, რეინ ნოინერი თავის პროგნოზებში დარწმუნებულია და ალტერნატიულ ვარიანტებს არ განიხილავს.

რეინ ნოინერის გარდა, ტექ.-ანალიტიკოსი ტიმ დრეიპერი ბიტკოინის კურსის შესახებ პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებს. მისი მოსაზრებით, 2022 წელს ბიტკოინის კურსი 250.000 დოლარს მიაღწევს.

ბიტკოინის შესახებ პოზიტიური განცხადებებით, ანალიტიკოსი ტომ ლიც გამოირჩევა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასის სტაბილურობის გათვალისწინებით ამ ეტაპზე კრიპტოვალუტაში ინვესტიციების განსახორციელებლად შესაფერისი დრო არის.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე 2017 წლის წლის ბოლოს იმყოფებოდა, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 20.000 დოლარს შეადგენდა.

2018 წლის თებერვალში კი, როდესაც ბიტკოინის ფასი დაეცა რეინ ნოინერს მაშინაც არ დაუკარგავს იმედი. ის აცხადებდა, რომ კურსი ძველ ნიშნულს დაუბრუნდებოდა და 20.000 დოლარის ზღვარსაც გადალახავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი