იაპონია კვლავ კრიპტოვალუტის ბირჟების უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს

0
1243

იაპონიის ტოკენების უსაფრთხოების ასოციაციამ თვითრეგულირების სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ასოციაცია ქვეყნის ფინანსური ინსტრუმენტების და ვაჭრობის აქტის გადასინჯვას მოითხოვს. აქტი იაპონიის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და როგორც ცნობილია, პირველი მაისიდან ამოქმედდება.

ასოციაციამ გამოაქვეყნა წესები, ელექტრონული ჩანაწერის გადაცემის უფლებებისა და მომხმარებლის აქტივების მართვის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაცია ციფრული აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო განმარტებას მოითხოვს.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი უსაფრთხოების საკითხსაც. მომხმარებელთა დაცვა და თაღლითური საქმიანობის რისკის შემცირება არის ასოციაციის ძირითადი მოთხოვნები.

აპრილის დასაწყისში იაპონიაში დაფუძნებულმა იურიდიულმა კომპანიამ, So & Sato კრიპტოვალუტის შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიზანი იყო ქვეყანაში ციფრული აქტივების ყველა ასპექტის სამართლებრივ კონტექსტში მოქცევა.

დოკუმენტის მიხედვით აუცილებელია, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი რეგულაციებს დაექვემდებაროს.

კომპანიის წარმომადგენელმა მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობის ადგილობრივი რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ეს არის სხვა ქვეყნებში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი