ივან მანუელ მოლინა ლი, რომელიც არის Crypto Capital-ის პრეზიდენტი, პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს.
ადგილობრივი გაზეთის, wPolityce-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, დაკავებული ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში. ასევე ცნობილი გახდა, რომ ივან მანუელ მოლინა ლი მონაწილეობას იღებდა ნარკოტიკების საერთაშორისო კარტელურ გარიგებებში.
სტატიის მიხედვით, მოლინა ლი დააპატიმრეს ფულის გათეთრების საქმეში კრიპტოვალუტის გამოყენებისთვის. სამართალდამცავი უწყების განცხადებიდან ჩანს, რომ დაკავებულის კომპანია, Crypto Capital-ი პანამაში არის დაფუძნებული.
პოლონური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წარსულში რამდენიმე დიდ კრიპტო კომპანიასა და ბირჟას აქვს Crypto Capital-ის დახმარებით მომსახურეობა მიღებული. ამ კომპანიებს შორის კი არიან: Binance-ი, Kraken-ი და BitMEX-ი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონი ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში მიიღო.
კანონი მომხმარებელთა სრულ შემოწმებას ითვალისწინებს.
“ეს კანონმდებლობა ხელს უწყობს ჩვენს მოქალაქეებს და საფინანსო სექტორს მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიების უკან და ამასთანავე, გააძლიეროს ციფრული ვალუტის რეგულაციის არსებული წესები, ანონიმი წინასწარ გადამხდელების მიმართ”,- განაცხადა ევროპარალმენტის წევრმა, კრისენას კარინსმა.