ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემდეგ ბიტკოინის ფასი შემცირდა

0
720

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ბუკელემ და ერდოღანმა შეხვედრა ოფიციალური ცერემონიალით დაიწყეს. მათ გახსნეს სალვადორის ახალი საელჩო, შემდეგ კი შეთანხმდნენ სამოქმედო პუნქტებზე, რომელიც მოიცავს ეკონომიკას, ვაჭრობას, თავდაცვას, დიპლომატიასა და განათლებას.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მიზნად ისახავს ხუთ წელიწადში ვაჭრობის მოცულობის 500 მილიონ დოლარამდე გაზრდას.

მიუხედავად იმისა, რომ ბუკელეს ერდოღანთან არც ბიტკოინი და არც კრიპტოვალუტა არ უხსენებია ამან ხელი ვერ შეუშალა სოციალურ მედიას ინფორმაციის გავრცელებაში.

Twitter-ზე ადგილი ჰქონდა ცრუ ინფორმაციის მასობრივ გავრცელებას, რა დროსაც Twitter-ის ყალბი ანგარიშებიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2022 წლის თებერვლისთვის თურქეთი ბიტკოინს ლეგალური გადახდის საშუალებად აღიარებდა.

ყალბი ამბების შემდეგ, რამდენიმე საათში, ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კრიპტოვალუტის კურსი 43,000 დოლარამდე ავიდა, მაგრამ მალევე 38,000 დოლარამდე დაეცა, რადგან ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშები დაიხურა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი