ლიბანელი კრიპტოვალუტის გულშემატკივრები მოსახლეობას ფულის დაბანდებას ციფრულ ვალუტაში ურჩევენ

0
1448

ლიბანში კრიპტოვალუტის მომხრეები გააქტიურდნენ. როგორც ცნობილია, უკვე დღეებია, რაც ქვეყნის ბანკები დახურულია.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ლიბანის მოქალაქეები აღშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მოსახლეობა ერთ კვირაზე მეტია, რაც საბანკო მომსახურების გარეშეა დარჩენილი.

სამოქალაქო არეულობის შემდეგ ყველა ბანკი დაიხურა. ცოტა ხნის წინ კი ერთ-ერთ ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტატუს-ქვო მანამდე გაგრძელდება, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.

”ვითარების გარკვევისა შემდეგ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შეგვეძლება მომსახურების განახლება”,- განაცხადა “როიტერთან’ საუბრის დროს სელაიმ სფერმა, ბეირუთის ადგილობრივი ბანკის ხელმძღვანელმა.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ბიტკოინის მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ კრიზის ჩავლის შემდეგ ფინანსები ციფრულ ვალუტაში დააბანდონ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 10 დღეა, რაც ქვეყანა პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი