IoTeX-ი უსაფრთხოების სისტემას აუმჯობესებს

0
1036

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, IoTeX–ი, რომელიც თანამშრომლობდა კამერების მწარმოებელ კომპანიასთან, Tenvis Technology-სთან ახალი დაცვის სისტემა აქვს.

კომპანიამ შეიმუშავეა ახალი ტექნოლოგია, რომელიც მუშაობს Blockchain პროგრამაზე და ფლობს პირადი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უმაღლეს ხარისხს.

IoTeX–ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ლერი პენგმა მედიას განუცხადა, რომ Ucam–ის მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი კამერის მონაცემები დეცენტრალიზებული სისტემის საშუალებით და ისარგებლონ უსაფრთხო პაროლით.

კამერა ან მომხმარებლის მობილური ტელეფონი ამუშავებს ყველა გამოთვლას, რაც ნიშნავს, რომ ხდება გაშიფვრა მოწყობილობებზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გააკონტროლონ საკუთარი მონაცემები.

”პირადი გასაღები გამოიყენება მონაცემთა ბოლომდე დაშიფვრისთვის. ჩვენ უნდა გვქონდეს ტექნოლოგია, რომელიც გარანტირებულს გახდის ჩვენს კონფიდენციალურობასა და საკუთრებას, პირობებისა და წესების დადგენის ნაცვლად”,-აღნიშნა ლერი პენგმა.

სამომავლოდ ლერი პენგი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სისტემა სრულად უზრუნველყოფს მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და კონფოდენციალურობის დაცვას, პროგრამის ავომატური და სრულყოფილი დაშიფვრის ფუნქციის ხარჯზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი