მარკ კუბანი: NBA-ს Dallas Mavericks-ის გულშემტკივრები თამაშის ბილეთებს ბიტკოინით შეიძენენ

0
2172

მილიარდერმა, ინვესტორმა და NBA-ს Dallas Mavericks-ის გუნდის მფლობელმა მარკ კუბანმა “ტვიტერზე” დაანონსა, რომ მომავალ სეზონში, გუნდის თამაშებზე ბილეთების შეძენა ბიტკოინით იქნება შესაძლებელი.

“Dallas Mavericks” -ი არ იქნება პირველი საკალათბურთო გუნდი, რომელიც ბილეთების გაყიდვისათვის ბიტკოინს გამოიყენებს. ჯერ კიდევ 2014 წელს,”Sacramento Kings”-მა ოფიციალურად დაიწყო ბიტკოინით როგორც, სარეკლამო პროდუქტების მიღება, ასევე ბილეთების გაყიდვაც.

კუბანი არის კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილი ფიგურა. ის ცნობილია ინვესტორია არა მხოლოდ ციფრული სავალუტო ჰეჯირების ფონდსა და ICO სფეროში არამედ, 2017 წლის აგვისტოში, ის ეთერიუმზე დაფუძნებული “მერკური პროტოკოლის” სისტემაში გაშვების ინიციატორიც იყო.

2017 წლის განმავლობაში ციფრული ვალუტისა და Blockchain-ის შესახებ კუბანის აზრი მრავალჯერ შეიცვალა. ის ივნისის თვეში შეუერთდა ციფრული ვალუტის “bubble”-ის (ეკონომიკური ბუშტის) იდეას, თუმცა ოქტომბრისთვის განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა და Blockchain-ი არის ფულისა და ტექნოლოგიის მომავალი.

გარდა ამისა, კუბანმა მოუწოდა ადამიანებს, რომ სიცოცხლის დაზღვევის 10% -იანი ინვესტიცია ბიტკოინში განეხორციელებინათ. ამის შესახებ, მან ისაუბრა საკუთარ ვიდეო გიდში – “როგორ გავხდეთ მდიდარი”.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა ბაზარზე ახლა რთული პერიოდს გადის, ის ფაქტი, რომ მილიარდერი ინვესტორები, როგორებიც არიან კუბანი და ცუკერბერგი ბიტკოინის სამომავლო პერსპექტივას აღიარებენ ბიტკოინის კურსის პოტენციური ზრდის ნიშანია.

წყარო: Cointelegraph. com

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი