Quoine-ის გენერალური დირექტორი: 2019 წლის ბოლოს ბიტკოინის კურსი ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბებს

0
2224

იაპონიის fintech ფირმის და კრიპტოვალუტის ბირჟის Quoine-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ბიტკოინი 2019 წლის ბოლოსთვის ყველა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბებს.

Bloomberg Markets-თან საუბრისას მაიკ ქეიმორიმ აღნიშნა, რომ ახალი კრიპტო ბაზრის განწყობა ახალი წლის შემდეგ შესაძლოა, შეიცვალოს.

აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ანალიტიკოსი აცხადებდა, რომ ზამთრის ბოლოს ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარზე აღმოჩნდებოდა. თუმცა ბიტკოინის კურსი მერყევია და ამ ეტაპზე 4.000 დოლარს ქვემოთ არის მოქცეული.

მაიკ ქეიმორიმ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ Coincheck-ზე ჰაკერების თავდასხმის შემდეგ იაპონიის მარეგულირებლებელმა უსაფრთხოების სხვადასხვა ზომა მიიღო. მიღებული ზომები კი ხელს შეუწყობს ახალი კრიპტოვალუტის ბირჟების საქმიანობას.

შეგახსენებთ, რომ ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი ნოემბერის დასაწყისში აცხადებდა, რომ ბიტკოინის კურსი 2022 წლისთვის 250.000 დოლარს მიაღწევდა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. Civic სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა ვინი ლინგმანმა კი განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ბიტკოინის კურსი 3.000-სა 5.000 დოლარს შორის გააგრძელებდა მოძრაობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი