LionTree-ს ფინანსური მრჩეველის კომპანია კრიპტოვალუტით გადახდის საკითხს იკვლევს

0
895

Wall Street-ის ფინანსური მრჩეველი კრიპტო გადახდის ვარიანტებს იკვლევს.

LionTree, პოპულარული ფინანსური მრჩეველი და საინვესტიციო საბანკო კომპანია, კრიპტოვალუტებს განიხილავს, როგორც გადახდის ვარიანტს. წლის ბოლოს წერილში LionTree-ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, არეი ბოურკოფი კრიპტოვალუტაზე საუბრობს, როგორც პოტენციურ ინსტრუმენტზე, რომელსაც საზოგადოების ეკონომიკური გაძლიერება შეუძლია.

„2021 წელს ციფრული ვალუტის იგნორირება შეუძლებელი გახდა. საბაზრო კაპიტალი ზოგჯერ 3 ტრილიონ დოლარს აღემატებოდა. აღნიშნულის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვეულებრივზე მეტი ნაღდი ფულის მქონე ადამიანები ეძებენ ადგილს, რათა დაიცვან თავიანთი ფული ინფლაციისგან. მითუმეტეს მაშინ, როდესაც შესაძლებელია თანხის უფრო მაღალი რაოდენობით დაბრუნება”,- აღნიშნა LionTree-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

არეი ბოურკოფმა ასევე განაცხადა კრიპტოვალუტით გადახდის ვარიანტების შესწავლის შესახებ.

„ჩვენ ამჟამად ვიკვლევთ გზებს, რომ დავიწყოთ ციფრული ვალუტით გადასახადის მიღება ჩვენი სერვისებისთვის და არც თუ ისე შორეულ მომავალში. მაშინ, როდესაც ჩვენი ეკოსისტემა გაიზრდება და ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება, შეიძლება შევქმნათ ჩვენი საკუთარი LionTree-ს ნიშანიც”,- აღნიშნა არეი ბოურკოფმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი