ექსპერტები: რიპლიმ 0.27 დოლარის დონე დიდი ხნის მანძილზე უნდა შეინარჩუნოს

0
1862

ბოლო ორი დღის განმავლობაში რიპლის კურსი 0.27 დოლარის დონის შენარჩუნებას ცდილობდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუკი რიპლის კურსი დაიწევს მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტა 0.24 დოლარის დონეზე დაეშვას.

CoinMarketCap-ის 11 აგვისტოს დილის მონაცემების თანახმად, რიპლის კურსი 0.27 დოლარს შეადგენდა, ხოლო კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 10 მილიარდ დოლარამდე აღწევდა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ამ ეტაპზე უკეთესი იქნება, თუ რიპლი 0.27 დოლარის პოზიციას დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.

რაც შეეხება ლაიტკოინს: ბოლო ორი დღეა კრიპტოვალუტის კურსი 52 დოლარის პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს. თუკი ლაიტკოინის ფასი 52 დოლარს ჩამოსცდა მაშინ მოსალოდნელია, რომ კურსი 49 დოლარამდე შემცირდეს.

ლაიტკოინის კურსის ცვლილების პირველი ნიშანი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტა ჯერ პოზიცებს გაიმყარებს და შემდეგ 52 დოლარის ნიშნულს ასცდება.

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ღირებულება 54 დოლარია, ხოლო კაპიტალიზაცია 3 მილიარდს შეადგენს.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს არანაირი სახის ვაჭრობის განხორციელებას არ ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი