ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისია კრიპტოვალუტის ინდუსტრიას მხარს უჭერს

0
3002

ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიას სურს ადგილობრივი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მხარდაჭერა. ეს კი იმის ფორნზე, როდესაც ორგანო კრიპტო თაღლითობების შესახებ დიდი რაოდენობით ანგარიშებს იღებს.

ავსტრალიის Blockchain კვირეულის განმავლობაში კომისარმა, კეტი არმორმა აღწერა მარეგულირებლის მიზნები, როგორც ქვეყნის ფინანსური სისტემის და მასში მოქმედი კომპანიის მუშაობის შენარჩუნება, გამარტივება და გაუმჯობესება.

”როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ინოვაციებზე, როგორიცაა DLT, ციფრული ვალუტა და ა.შ. ჩვენ, ნამდვილად გვაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება ამ პროდუქტების გამოყენება ჩვენი ფინანსური სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად”,- აღნიშნა კეტი არმორმა.

მარეგულირებლის სურვილისამებრ, იმუშაოს კრიპტო აქტივების ინდუსტრიასთან, კეტი არმორმა ხაზი გაუსვა პრეტენზიების დიდ მოცულობას, რომელიც ეხებოდა კრიპტო თაღლითობებს.

ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის დროსაც 2000-ზე მეტი ინვესტორი იქნა გამოკითხული, დაადგინა, რომ ისინი ამჟამად უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ კრიპტოვალუტაში, ვიდრე ოქროსა ან ვერცხლში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიდიდის სხვაობა არცთუ ისე მნიშვნელოვანია, ინვესტორების უმრავლესობა კრიპტოვალუტას მიმზიდველ საინვესტიციო პროდუქტად მიიჩნევს. თუმცა ერთხმად აცხადებენ, რომ მას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი საბოლოო მიღებამდე.

გამოკითხვამ, რომელიც BTC Markets–მა თებერვლის თვეში ჩაატარა, აჩვენა, რომ ინვესტორების 12,6% ფლობს ბიტკოინს ან სხვა კრიპტოვალუტებს, ხოლო 12,1% ძვირფას ლითონებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი