Centra Tech–ის დამფუძნებელს სასამართლომ 87 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

0
1259

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ICO-ს საშუალებით 25 მილიონი აშშ დოლარის მოპარვისთვის კრიპტოვალუტის კომპანიის დამფუძნებელს 87 თვე მიუსაჯა.

რობერტ ფერკას ასევე 250 000 დოლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

Centra Tech-ის დამფუძნებელს, რობერტ ფერკას ფიციალურად ბრალად ედება ფინანსური თაღლითური გარიგება.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ Centra Tech–ი მომხმარებელს ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. კომპანია მომხარებელს Centra Card-ის გამოყენებას იმ სავაჭრო ობიექტზე ურჩევდა, რომელიც Visa ან Mastercard ბარათებს იღებდა.

კომპანიის ბარათზე კრიპტოვალუტები იყო ჩარიცხული და ამით Centra Tech-ი ციფრულ ვალუტას გადახდის საშუალებად იყენებდა.

თუმცა როგორც გაირკვა, კომპანიას არცერთ სავაჭრო ობიექტთან კრიპტოვალუტით გადახდის შესახებ პარტნიორობა არ ჰქონდა გაფორმებული.

Centra Tech-ის დამფუძნებლებმა ასევე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შესახებ.

მათი თქმით, Centra Tech-ს მაიკლ ედვარდსი მართავდა, რომელსაც ჰარვარდის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომი ჰქონდა. კომპანია ასევე ირწმუნებოდა, რომ მაიკლ ედვარდსს საბანკო ინდუსტრიაში 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ჰქონდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი