Google-ის საფრთხის ანალიზის ჯგუფის (TAG) მიერ გაზიარებული ახალი ანგარიში ხაზს უსვამს YouTube-ის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც გარკვეულწილად კრიპტოვალუტას უკავშირდება.
TAG-ი თავდასხმებს ჰაკერების ჯგუფს მიაწერს, რომლებიც ძირითადად რუსულენოვნები არიან და YouTube პლატფორმას კრიპტო თაღლითობის გასავრცელებლად იყენებენ.
„დაჰაკული არხების დიდი რაოდენობა კრიპტო შეთავაზებებისთვის აქტიურად იქნა გამოყენებული”,- აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა ასევე შეცვალეს YouTube არხების სახელები, პროფილის სურათები და კონტენტი, რათა მომხმარებლისთვის დიდი ტექნიკური ან კრიპტოვალუტით სავაჭრო კომპანიების შთაბეჭდილება შეექმნათ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აშშ-ს სახაზინო სანქციები რუსეთის იმ მოქალაქეებს შეეხო, რომლებიც სავარაუდოდ ფიგურირებდნენ აშშ-ს წინა არჩევნების ჩარევის საქმეში.
აღნიშნულ ინფორმაციაში მიზნობრივად იყო გაწერილი კრიპტოჰაკერების სია და მისამართები, რომლებიც ბრალდებული პირების სახელებთან იყო დაკავშირებული.
ბრალდებულ პირებში შედიოდნენ: პეტერბურგის მაცხოვრებლები: ანტონ ანდრეევი და არტემ ლიფშიტი. ასევე საქმეში აღნიშნული იყო ამ ორ პირთან დაკავშირებული კრიპტო მისამართები და ციფრული ვალუტები, მათ შორის ბიტკოინი, ლაიტკოინი, ZCash-ი, Dash-ი და ეთერიუმი.