თურქეთის ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

0
1457

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობამ 2020 წელს უნდა დაასრულოს ცენტრალური ბანკის ეროვნული ციფრული ვალუტის დატესტვა.

Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ლირა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ უნდა გამოიცეს.

როგორც ცნობილია, მთავრობა ციფრულ ლირაზე დაყრდნობით გეგმავს მყისიერი გადახდების პროგრამული პლატფორმის შემუშავებას. ცენტრალურ ბანკთან ერთად, პროექტში ასევე იქნება ჩართული ტექნიკური ინოვაციების ეროვნული სააგენტო.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ციფრული ლირის გამოშვების ძირითადი მიზანია ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება.

”მთავარი მიზანი არის საფინანსო სექტორის შექმნა, რომელსაც აქვს ძლიერი ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი. ამ პროექტით სრულიად შესაძლებელია, რომ ქვეყანა გლობალური ფინანსური ცენტრი გახდეს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუქეთი ციფრული ლირის გამოშვებას აპირებდა. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გარდა, ეკონომიკური განვითარების გეგმაში ტრანსპორტირებასა და საბაჟო ოპერაციებზეც იყო საუბარი, რადგან სისტემაში Blockchain-ის დანერგვა ასევე დაანონსებული იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი