კრიპტო კომპანიებმა თანამშრომლების რაოდენობა მკვეთრად შეამცირეს

0
755

იანვრის თვე კრიპტო კომპანიებისათის მძიმე იყო. მათ გადაწყვიტეს ჯერ კიდევ მიმდინარე ბაზრიც ციკლის პერიოდში საკუთარ საფულეებს გაფრთხილებოდნენ და თამაშრომლების შემცირება გააგრძელეს.

ბოლო კომპანია, რომელმაც დაიწყო თანამდებობიდან გათავისუფლება, არის კრიპტო ინფრასტრუქტურის პროვაიდერი Prime Trust-ი.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამშრომლების რაოდენობა კომპანიამ მესამედით შეამცირა. ეს უკანასკნელი შემცირება თითქმის 100 თანამშრომელს მოიცავს, კომპანიის LinkedIn-ის მონაცემებით კი მათ ჯამში 312 თანამშრომელი ჰყავდათ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვა ბოლო შემცირება მოიცავს კრიპტო პლატფორმის Matrixport-ის 30 თანამშრომლის გათავისუფლებას.

“ბლუმბერგის” 23 იანვრის ანგარიშში ნათქვამია, რომ დაახლოებით 100 თანამშრომელი დაითხოვეს კრიპტო ოპერაციიდან.

თანამშრომლების ყველაზე მასშტაბური გათავისუფლება Coinbase-ში განხორციედლა, რადგან მათ იანვრის თვეში 950 ადამიანი ჩამოაშორეს კრიპტო ოპერაციებს.

ეს მართლაც რთული თვე იყო კრიპტო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. სულ მცირე 14 კომპანიამ გამოაცხადა პერსონალის შემცირება, მათ შორის არიან: Coinbase-ი, Gemini, Digital Currency Group-ი, ConsenSys-ი და Blockchain.com-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი