მკვლევართა ჯგუფი: მომდევნო 10 წელიწადში ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 400.000 დოლარამდე გაიზარდოს

0
1610

ლიხტენშტეინის კრიპტო კვლევითმა ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია ბიტკოინის კურსის მკვეთრი მატება.

კვლევითი ჯგუფის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ უახლოეს ათ წელიწადში ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 400.000 დოლარს მიუახლოვდეს.

კვლევის მიხედვით, ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის მატებასთან ერთად, ეთერიუმის, ლაიტკოინის, ბიტკოინ Cash-ისა და Stellar-ის ფასის მატებასაც ელოდებიან.

მკვლევართა ჯგუფის თქმით, ციფრული ვალუტების მკვეთრად გაზრდილი ფასი 2025 წლისთვის არის მოსალოდნელი.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ამერიკული ინტერნეტ ბლოგის, Barstool Sports-ის დამფუძნებელმა დეივ პარტნოიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, წელს ბიტკოინის კურსი 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნდება.

დეივ პარტნოი გულისხმობს ბიტკოინის ისტორიულ მაქსიმუმს. 2017 წლის დეკემბერში ციფრული ვალუტის კურსი 20.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ამასთანავე, Barstool Sports-ის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ ბიტკოინის მიმართ კვლავ პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი