მედია: Polymarket-ით მარეგულირებელი დაინტერესდა

0
852

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, CFTC-ი დეცენტრალიზებულ პროგნოზირების პლატფორმას, Polymarket-ს იკვლევს.

ნიუ-იორკში დაფუძნებული დეცენტრალიზებული ბაზრის კომპანია, Polymarket-ი შეერთებული შტატების სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) გამოძიების ქვეშ მოექცა.

Bloomberg-ის მიხედვით, CFTC-ი იძიებს Polymarket-ის საქმეს, რომელიც სავარაუდოდ, არაკანონიერ ვაჭრობას ეხება.

თავად CFTC-ი ოფიციალურად ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

„Polymarket-ი მტკიცედ იცავს მოქმედ კანონებს და რეგულაციებს, რომელთა შესახებაც აწვდის ინფორმაციას მარეგულირებლებს”,- განაცხადა პლატფორმის სპიკერმა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ გამოძიებაში ჩართო CFTC-ის აღსრულების განყოფილების ყოფილი დირექტორი და იურიდიული კომპანია Sullivan & Cromwell-ის ამჟამინდელი პარტნიორი, ჯეიმს მაკდონალდი.

შეგახსენებთ, რომ Polymarket–ის დამფუძნებელი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს აცხადებდა, რომ კანდიდატებს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიციები უნდა დაეფიქსირებინათ.

მაშინ, მედიასთან საუბრის დროს შეინ კოპლანმა კრიპტო ბაზრის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი