კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1974

ამ კვირაში კრიპტოვალუტების ფასის დაცემა რამდენიმე ფაქტით აიხსნება. ძირითადად არსებობს სამი მიზეზი: რეგულაციები, ჰაკერების თავდასხმა და სახელმწიფოების მიერ ციფრული ვალუტის სავაჭრო ბირჟების დახურვა. გარდა ამისა, კრიპტოვალუტით მოვაჭრეების უმეტესობამ გაყიდა ციფრული ვალუტა იმის შიშით, რომ საერთოდ არ დაეკარგა ადრე ჩადებული კაპიტალი.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის “ბუშტი” გასკდა. მაშინ, როცა სხვები ფიქრობენ, რომ მიმდინარე დაცემა გრძელვადიანი ვაჭრობის დასაწყისია. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა კრიპტოვალუტა ვერ შეძლებს მკვეთრად ასცდეს დღევანდელ მონაცემებს.

ბიტკოინი

ამ კვირაში ბიტკოინი 55%-ით შემცირდა. ფასის ბოლო დაცემისასა დაახლოებით, 8000 დოლარის ფარგლებში შესაძლებელი იყო ბიტკოინით ვაჭრობა.

2017 წელს, სიძლიერის ფარდობითი ინდექსისი მიხედვით, ბიტკოინი სამჯერ დაეცა და ყველა ეს შემთხვევა შემდგომში სარფიანად ვაჭრობის შესაძლებლობა აღმოჩნდა. თუმცა, ექსპერტების ნაწილი ვარაუდოებს, რომ ბიტკოინის “ჩაძირვის” უფრო დიდი ალბათობა არსებობს, ვიდრე ფასის გაზრდის.

ბიტკოინით მოვაჭრეებს შეუძლიათ შეიძინონ კრიპტოვალუტა 8600-დან 9600 აშშ დოლარს შორის და შეწყვიტონ გაყიდვა 7800 დოლარზე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის კურსი “წინაღობების ზონაში” 10700 დოალარიდან 11300-მდე იმერყევებს. აქედან გამომდინარე, მოვაჭრეების ნაწილობრივი მოგება 10500 დოლარის დონეზე უნდა შედგეს. ეს არის სარისკო ვაჭრობა და უმჯობესია იყოს მომხმარებლისათვის მცირედიდ არასახარბიელო, ვიდრე კლიენტმა მიიღოს ჩვეული პოზიციის 50 პროცენტზე ნაკლები.

ბიტკოინის კურსი მიემართება დაბალი დონისკენ. იმ შემთხვევაში თუ, ბიტკოინი ვერ შეძლებს 8000 დოლარს ასცდეს მაშინ, კურსის დაბალი დონე შეჩერდება ერთ ნიშნულზე, სადაც, შესაძლოა, ბიტკოინის ფასმა 6000 დოლარი შეადგინოს. აქედან გამომდიანრე, ანალიტიკოსები მომხმარებელს ურჩევენ სანამ იყიდიან ბიტკოინს რამდენიმე დღე დაელოდონ კურსის ცვლილებას.

ეთერიუმი

ეთერიუმმა დაკარგა გრძელვადიანი პოზიცია, რომელიც 1000 დოლარს შეადგენდა. ამ შემთხვევაში ეთერიუმის მფლობელების პანიკა ლოგიკურია, თუმცაღა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეთერიუმი ისევე, როგორც სხვა ციფრული ვალუტა კრიპტოვალუტების ბაზარზეა “ჩაჭიდებული”. საბოლოო ჯამში, ეთერიუმი 768 დოლარზე ჩამოვიდა. უფრო ქვემოთ, ვიდრე 2018 წლის 17 იანვარს, როდასაც 1 ეთერიუმის ღირებულაბა 770 დოლარი იყო.

თუ ეთერიუმი მოახერხებს და მისი კურსი აიწევს წინააღმდეგობას 1025 დოლარზე შეხვდება. თუმცა, რისკი იმდენად მაღალია, რომ ექსპრტები მომხმარებელს ეთერიუმში ნებისმიერი სახის გარიგებაზე უარის თქმას ურჩევენ. თუმცა, ანალიტიკოსები იმასაც პროგნოზირებენ, რომ ეთერიუმმა შესაძლოა 820-დან 770 დოლარს შორის იმოძრაოს და მყარი პოზიცია 700 დოლარზე შეინარჩუნოს.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსმა დიდი დოზით დაიხია ქვემოთ. ბიტკოინ Cash-ი მაქსიმალური ღირებულებიდან 73%-ით დაეცა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ თუ ფასი 1364 დოლარი იქნებოდა მაშინ, ბიტკოინ Cash-ი 1150-ზე დაეცემა და ასეც მოხდა. კრიპტოვალუტის ღირებულება 1000 დოლარზე დაბლაც კი ჩამოვიდა.

ბიტკოინ Cash-ის კურსი ძალიან ნელა მოძრაობს. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ელოდებიან შემდგომ პროცესებს, ვიდრე მოვაჭრეებს რეკომენდაცის მისცემენ. ექსპერტები სავარაუდოდ, რეკომენდაციას გაუწევენ მომდევნო დაცემადე პოზიციას, როდესაც ფასი 1150-დან 1000 დოლარამდე იმერყევებს.

რიპლი

რიპლი მინიმუმამდე დაეცა. მისი კურსი 0.61 დოლარზე დაბლა იყო. რიპლის ისტორიული მაქსიმუმი 3.317 დოლარს შეადგენს. ბოლო მონაცემების თანახმად კი, ისტორიული მაქსიმუმთან შედარებით 81.5%-ით შემცირდა. დაცემა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიუხედავად გარკვეული ბიძგებისა, 0,87 დოლარზე გამყარებაც კი ვერ მოხერხდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ 0.61-ზე არ გამყარდა მაშინ, რიპლი 0.24 დოლარზე დაეცემა.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ ამ კვირაში რიპლიში გარიგებები არ მოახდინონ.

ლაიტკოინი

175 დოლარის კრიტიკული ზღვრის შემდეგ, ვერ მოხერხდა ლაიტკოინის 140 დოლარზე შენარჩუნება. ამის შემდეგ, კრიპტოვალუტის კურსი 2 თებრვალს 112 დოლარზე დაეცა.

ლაიტკოინის შეძენა შესაძლებელი იქნება დაბალ კურსზე. თუმცა, სავარაუდო მაქსიმუმუმად კვლავ 175 დოლარი რჩება.

თუმცა, კრიპტოვალუტას ამ კვირაში დაბალი მაჩვენებლები ჰქონდა, ამიტომ ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ლაიტკოინის ქვედა ზღვარი 84 დოლარი იქნება. შესაბამისად, მოვაჭრეებს ხანგრძლივად ლაიტკოინზე შეჩერებას არ ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი