სერბეთის პრინცი: ბიტკოინის მიღება ყველა ქვეყნისათვის გარდაუვალი მომავალია

0
779

პრინცი ფილიპ კარაჯორჯევიჩი, ცოტა ხნის წინ, სერბეთიდან განხორციელებულ ჩართვაში ამშვიდებდა საზოგადოებას, იმ მოარული ხმების შესახებ, რომ არაბული ქვეყნები ბიტკოინს მალე მიიღებენ, როგორც ოფიციალური გადახდების საშუალებას.

პრინცმა განმარტა, რომ ბიტკოინის მიღება ყველა ქვეყნისათვის გარდაუვალი მომავალია.

აღნიშნული განცხადება მან პირველად Bitcoin Reserves-ის პოდკასტზე გააზიარა, რომელსაც ზოგიერთი საინფორმაციო გამოცემა გამოეხმარა. სათაურები, რომ არაბული ქვეყანა მალე მიიღებს ბიტკოინს, სწრაფად გავრცელდა.

თუმცა, როგორც ბიტკოინის დამცველმა, ფილიპმა განმარტა, ბიტკოინის მიღება, ფაქტობრივად, გარდაუვალია ყველა ქვეყნისთვის და არა მხოლოდ არაბული სახელმწიფოებისთვის.

„ეს აუცილებლად მოხდება. მაგრამ არ ვიცი, რომელი ქვეყანა როდის და როგორ მიიღებს მას. ერთი რამ კი ცხადია, ისევ და ისევ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, ყველა ქვეყანა საბოლოოდ მიიღებს ბიტკოინს”,- განაცხადა სერბეთის პრინცმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი