კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2250

Wall Street-ის სტრატეგიების სპეციალისტმა თომას ლიმ ე.წ. წინააღმდეგობის ინდექსი შეიმუშავა, რომელსაც Bitcoin Misery Index-ი უწოდა. Bitcoin Misery Index-ი არის ერთგვარი სავაჭრო ხელსაწყო, რომელსაც ტრეიდერები ვაჭრობისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გამოიყენებენ. თომას ლი ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ის გასული წლის ბოლოს, ბიტკოინის ფასის 25.000 დოლარამდე გაზრდაზე საუბრობდა. მაშინ, ეს ფაქტი ბიტკოინის კურსის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ბიტკოინის ამჟამინდელი კურსის გათვალისწინებით, 2017 წლის მიწურულს კრიპტოვალუტის ფასი, თომას ლის განცხადებების შემდეგ, 160 პროცენტით იყო გაზრდილი.

ექსპერტების პირველი რჩევა ამ კვირისთვის არის ის, რომ კრიპტოვალუტის ყიდვა მაშინ იქნება უმჯობესი, როდესაც ვარდანას შეწყვეტს და დასტაბილურდება.

ბიტკოინი

9 მარტს ბიტკოინი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ 9.500 დოლარზე დაფიქსირდა და ერთ დღის განმავლობაში 9.000 დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა.

ტრეიდერებმა ფასის ვარდნის შემდეგ ბიტკოინის ყიდვა მოახერხეს, რაც კრიპტოვალუტაზე დადებითად აისახა და 9.500 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა. თუმცა, ბიტკოინი ერთმნიშვნელოვნად მომგებიან პოზიციაზე არ იმყოფება, რადგან ჯერ კიდევ ვაჭრობის დაღმავალი ხაზისკენაა მიმართული.

თუ ბიტკოინი მოახერხებს 9.500 დოლარის ნიშნულზე ზემოთ ასვლას, მაშინ მოსალოდნელია ფასების რყევაც. ბიტკოინის ფასი სავარაუდოდ, 9.500-დან 12.200 დოლარს შორის იმერყევბს.

მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდება და ბიტკოინის ფასი კვლავ 9000 დოლარის ქვემოთ ჩამოვა, მაშინ შესაძლებელია კრიპტოვალუტა 61.8 პროცენტით შემცირდეს და 8.404 დოლარამდე დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ სანამ ინვსტიციას განხორცილებენ იქამდე, ბიტკოინის ფასის დასტაბილურებას დაელოდონ.

ეთერიუმი

პარასკევს, ეთერიუმი 637 დოლარზე დაეცა, მაგრამ ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ფასი ისევ აიწევს.

ამჟამად, ეთერიუმის ფასი დაღმავალი ხაზისკენ მოძრაობს. ამჟამინდელლი მდგომარეობიდან მოყოლებული, ფასის ცვლილება სავარაუდოდ წინააღმდეგობის დონეზე ზეწოლით მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ეთერიუმი იმ შემთხვევაში მოახერხებს ფასის ზრდას თუ წინააღმდეგობის დონეებს გადალახავს.

ბიტკოინ Cash-ი

ამ კვირაში, ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ბიტკოინ Cash-ი 950 დოლარის პოზიციას შეცვლის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტის კურსი 1000 დოლარს მიაღწევს. 9 მარტს, ბიტკოინ Cash-ის ფასმა 989 დოლარიდან დაიწყო ზრდა.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, თუ კრიპტოვალუტა 1.150 დოლარზე ზემოთ ასვლას ვერ მოახერხებს მაშინ, მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-ი 854 დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდეს.

თუმცა, კრიპტოვალუტის დაცემის პროგნოზი მაშინვე შეიცვლება, როცა ბიტკოინ Cash-ის ფასი 1.400 დოლარს მიაღწევს.

რიპლი

ექსპერტები, ამ კვირაში, რიპლისთან დაკავშირებით, დიდ ცვლილებებს მოელიან. თუმცა, პარასკევს რიპლი ბოლო ქვედა შესაძლო ხაზზე დაეცა.

რიპლის პოზიციების ქვედა დონე 0.56 და 0.69 დოლარს შორის მერყეობს. ეს ზონა იქამდე შენარჩუნება, თუ რაიმე მოვლენა არ მოახდენს ბაზარზე ზეგავლენას.

ტრეიდერებს რიპლის კურსის დასტაბილურების შემდეგ შეუძლიათ დაიწყონ კრიპტოვალუტის შეძენა. ეს შესაძლებელი იქნება, როცა რიპლის ფასი 0,60 დოლარი იქნება. ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, როდესაც რიპლის ფასი ოთხი საათის განმავლობაში დასტაბილურდება და ამის შემდეგ, უკვე ხელსაყრელი იქნება ყიდვა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უმჯობესია, ინვესტიცია ამ დროს განხორციელდეს ვიდრე, კრიპტოვალუტის ფასის ვარდნის დროს. ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის შეწყვეტას 0.55 დოლარზე ურჩევენ.

რიპლის სამიზნე არის 1.22 დოლარი. თუმცა, ამ კვირაში, ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რიპლის ფასის მოძრაობა ცვალებადი იქნება.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა 8 მარტს დაღმავალ ხაზზე მოძრაობა შეწყვიტა. 9 მარტს კი, კრიპტოვალუტა 185 დოლარის მაჩვენებელზე ზემოთ ავიდა.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინი ვერ შეინარჩუნებს 185 დოლარის ნიშნულს, მაშინ კრიპტოვალუტა ჯერ 160 დოლარამდე, ხოლო მეორე დაცემა 140 დოლარზეა მოსალოდნელი. ამ კვირაში, ლაიტკოინის ფასის რყევაც მოსალოდნელია. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი დაეცემა, შემდეგ მოიმატებს და უკვე ამის შემდეგ, იქნება ვაჭრობა ხელსაყრელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი