იტალია კრიპტოვალუტას რეგულაციას უწესებს

0
2213

იტალიის მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულაციების გზებს ეძებს. რეგულაციის მიზანი ქვეყნის შიგნით ციფრული ვალუტის გამოყენების ფორმა იქნება.

იტალიის ხელისუფლება შემოთავაზებული წესებით მოკლედ განმარტავს თუ, როგორ არის შესაძლებელი მომხმარებლებმა მიიღონ სარგებელი თავიანთი ბიზნესისათვის და ასევე, გადასახადებიც გადაიხადონ.

დადგენილებაში ასევე განმარტებულია, რატომ გამოიყენება კრიპტოვალუტა საქონლისა და მომსახურების საყიდლად. ციფრული ვალუტა არ არის გაცემული ცენტრალური ბანკის ან რომელიმე ხელისუფლების მიერ შესაბამისად, აუცილებელი არ არის ლეგალური აქტივის სტატუსი ჰქონდეს.

მთავრობის მთავარი მიზანი არის ბოლო პერიოდში განხორციელებული ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების შემოღება. ფულის გათეთრების წინააღმდეგ გარვეული რეგულაციები ევროკავშირმა უკვე შეიმუშავა. იტალია კი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა მთლიანად იზიარებს ევროკავშირის მოსაზრებებს. გარდა ამისა, რეგულაციის შემოღება ტერორიზმის დაფინანსებასაც უკავშირდება.

ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც კრიპტოვალუტაში ახდენს ტრანზაქციებს ახალი რეგულაციის მიხედვით, აუცილებლად უნდა მოხდეს ასეთი კომპანიების სპეციალურ მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება.

“მომხმარებლების აღწერა და რეგისტრირება ოპერატორებს საშუალებას მისცემს უზრუნველყონ წესების დაცვა, ხოლო კომპანიების საქმიანობა სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა”.-განაცხადა ფინანსური დანაშაულის პრევენციის სააგენტოს დირექტორმა რობერტო ჩიჩანიმ.

დაინტერესებული მხარეები 16 თებერვლამდე უნდა გაეცნონ რეგულაციის შინაარსს. წესები კი, 2018 წლის ივლისამდე ამოქმედდება. განკარგულების ძალაში შესვლიდან, მომხმარებლებს მხოლოდ 60 დღე აქვთ მონაცემთა ბაზაში დასარეგისტრირებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი