შვედეთის ცენტრალური ბანკი მაინინგის აკრძალვაზე საუბრობს

0
695

შვედეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშის თანახმად, ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოვალუტის მაინინგის დროს ელექტროენერგია ინტენსიურად მოიხმარება, რატომაც მაინინგის ბიზნესი უნდა აიკრძალოს.

„ამ ბოლო დროს, ჩრდილოეთ შვედეთში ციფრული ვალუტების მოპოვება დაიწყო. ამ ადგილას იმდენი ელექტროენერგია გამოიყენება, რამდენსაც ყოველწლიურად 200 000 ოჯახი მოიხმარს”,- აღნიშნულია Riksbank-ის განცხადებაში.

ბანკის განცხადებას მალევე გამოეხმაურა შვედური ბიტკოინის ბირჟის BTX-ის დამფუძნებელი, კრისტიან ანდერი. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაინინგისთვის გამოყენებული ენერგია უკვალოდ არ ქრება და არ იკარგება.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადება არ არის მოულოდნელი. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკები და მთავრობები რეგულარულად ეწინააღმდეგებიან ელექტროენერგიის მაინინგის ბიზნესისთვის გამოყენებას.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შვედეთში ბიტკოინის არაერთი სტარტაპი განვითარდა. ქვეყანა ევროპაში ბიტკოინის მიღების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველია.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის საპილოტე ფაზის პირველი ეტაპი დაასრულა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ბანკი სტაბილკოინის განვითარებას განაგრძობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი