კალიფორნიის სენატის საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების კომიტეტი კანონპროექტის მიღებისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტი ციფრული აქტივების განსაზღვრას ითვალისწინებს.
კანონპროექტი სენატს უმრავლესობის ლიდერმა იან კალდერონმა შესთავაზა. იგი აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტას ფასიანი ქაღალდის სტატუსი არ უნდა მინიჭებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტი მომხმარებელთა დაცვაზეც იქნება ორიენტირებული.
შეგახსენებთ, რომ ციფრული ვალუტის რეგულირების შესახებ სენატმა გასულ ზაფხულსაც იმსჯელა. აიდაჰოს სენატორმა მაიკლ კრეპომ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა და Blockchain-ის ტექნოლოგია გარდაუვალი მოვლენებია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მათგანი ამერიკის მოქალაქეებისთვის შესაძლოა, სარგებლის მომტანი იყო.
”მსურს, აშშ ამ ტექნოლოგიის გამოყენების მოწინავეთა რიგებში იყოს. უნდა აღნიშნოს, რომ ორივე ტექნოლოგიას აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი და წარმოუდგენელი რისკიც”,- განაცხადა მაიკლ კრეპომ.