ირლანდიას ახალი მარეგულირებელი წესები აქვს

0
1089

ირლანდიის კრიპტოვალუტის კომპანიები უფრო მკაცრი ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდებიან მას შემდეგ, რაც ქვეყანა დაგვიანებით მიიღებს ევროკავშირის ფულის გათეთრების უახლეს წესებს.

10 აგვისტოს ირლანდიის კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი ევროკავშირის სისხლის სამართლის დანაშაულის მეხუთე დირექტივის შესახებ.

მეხუთე დირექტივა, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს, ახალ სამართლებრივ ბაზას ადგენს, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ეხება. დირექტივა კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხსაც მოიცავს.

უფრო კონკრეტულად, დირექტივა ვრცელდება კრიპტოვალუტის პლატფორმებსა და კრიპტო-საფულის პროვაიდერებზე, რომელთა მთავარი მოვალეობაც არის მომხმარებელთა დაცვა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 20 იანვრამდე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში მეხუთე დირექტივა უნდა შეიყვანონ.

გარდა ამისა, ევროკავშირის დირექტივა ტერორიზმის დაფინანსებას განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს. ასეთ დროს კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ციფრული ვალუტის რეგულირების საკითხს.

“რეალობა ისაა, რომ ფულის გათეთრება არის დანაშაული, რომელიც ხელს უწყობს სერიოზულ დამნაშავეებს და ტერორისტებს, რათა მათ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა განახორციელონ… დამნაშავეები შეეცდებიან გამოიყენონ ევროკავშირის ღია საზღვრები. ამიტომ ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის მეხუთე დირექტივას”,- განაცხადა ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა ჩარლი ფლენეგენმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი