Coinbase-ი კრიპტო სესხების პროგრამას დროებით აჩერებს

0
670

მარეგულირებლის შეტყობინების შემდეგ Coinbase-ი კრიპტო სესხების პროგრამის გეგმას დროებით მიატოვებს.

შეერთებულ შტატებში დაარსებულმა კრიპტოვალუტის ბირჟა, Coinbase–მა, ცოტა ხნის წინ, გაკეთებულ განცხადებაში, მიანიშნა მკითხველს, თუ რამდენად მაღალია მარეგულირებელი ორგანოს ახალი კანონის სიმკაცრე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ შემუშავებულ ახალ სასესხო პროგრამა Lend-ს, რომელსაც კრიპტოვალუტაში გასცემდნენ, აღარ გამოუშვებენ.

ციფრული ვალუტის ბირჟის თანახმად, ასობით ათასი მომხმარებელი მთელი ქვეყნიდან უკვე დარეგისტრირებული იყო Lend–ზე. პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ დოლარის მონეტის დეპოზიტებზე წლიური შემოსავლის 4%–ის შეთავაზებას.

აღნიშნული განცხადება ბირჟამ ორი კვირის თავზე გააკეთა. მას მერე, რაც მარეგულირებელი ორგანოსაგან მიიღო გაფრთხილება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ, თუკი სესხის პროგრამა ბაზარზე გამოვიდოდა ისინი მას უსაფრთხოდ არ ჩათვლიდნენ და დაუწესებდნენ სანქციებს.

აღნიშნული სესხის პირობები მკაცრად გადასახედია და მიმდინარე პერიოდში ვერ მოხერხდება მისი მომხმარებლებისათვის შეთავაზება. როგორც Coinbase-ი იტყობინება ოქტომბრის ბოლოსთვის კიდევ ერთხელ შეიტანენ განაცხადს მარეგულირებელ ორგანოში აღნიშნული პაკეტის დასამატებლად.

შეგახსენებთ, რომ Coinbase-ი მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟაა, რომელსაც ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა 6,3 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი