2021 წლიდან Libra გლობალურ ბაზარზე მოქმედებას დაიწყებს

0
1450

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Libra ბაზარზე 2021 წლის იანვრიდან გამოჩნდება.

“გლობალური ფინანსური მარეგულირებლის მიერ ერთ წელზე მეტი ხნის დაკვირვების შემდეგ, Facebook-ის ვალუტა, საბოლოოდ დღის სინათლეს იხილავს”,- ნათქვამია Financial Times-ის სტატიაში.

თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი თარიღი მითითებული არ არის. ამ ახალი ვალუტის საბოლოო მიღება დამოკიდებულია შვეიცარიის ფინანსური ბაზრის საზედამხედველო კომპანია FINMA-ს რეგულაციის დამტკიცბებზე. აღნიშნული კომპანია კი უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე, რომელიც დაადგენდა ვალუტის მიღების ზუსტ თარიღს.

2019 წლის ივნისში ინიცირებული Libra-ს ასოციაცია მარეგულირებელი კონტროლის წინაშე აღმოჩნდა, რითაც წევრმა კომპანიებმა, როგორიცაა PayPal-ი და MasterCard-ი, პროექტი დატოვეს.

თავდაპირველად Libra–ს მხარდაჭერილი ვალუტების სიაში უნდა შესულიყო რამდენიმე ვალუტა, მათ შორის აშშ დოლარი, ევრო, იაპონური იენი, ბრიტანული ფუნტი და სინგაპურის დოლარი.

Financial Times-ის სტატიის თანახმად, ასოციაციის რამდენიმე წევრს მიაჩნია, რომ HSBC-ს იურიდიული ხელმძღვანელის, სტიუარტ ლეველის დანიშვნა აღმასრულებელ დირექტორად პროექტის განვითარებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი