კრისტინ ჯონსონი: კრიპტოვალუტის სექტორი დაცული უნდა იყოს

0
774

აშშ-ს საქონლის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) საბაზრო რისკის მრჩეველთა კომიტეტის (MRAC) კომისარმა კრისტინ ნ. ჯონსონმა, მრავალი არსებული განსახილველი საკითხიდან ძირითადი აქცენტი ციფრულ ვალუტებზე გააკეთა.

ეს არის პირველი MRAC შეხვედრა ჯონსონის ხელმძღვანელობით. მან კრიპტო სივრცის CFTC მოქმედებების შეჯამება წარმოადგინა, მათ შორის საკამათო Ooki DAO საქმე, თეთრი სახლის გამოცემული ბოლო ყოვლისმომცველი ჩარჩო ციფრული ვალუტების განვითარებასთან დაკავშირებული და CFTC მრგვალი მაგიდაზე შუამოვლობების მოხსნის შესახებ, რომელიც ამ წლის დასაწყისში გაიმართა.

“გამოძიებამ, აღსრულებამ და ახალი მითითებების გამართულად, შეთანხმებულად მუშაობამ შესაძლოა, ციფრულ ბაზარის მონაწილეებს დამატებითი სიცხადე შესძინოს, განაცხადა. კრიპტოვალუტის ინდუსტრიას და ტრადიციულ ბაზრის მონაწილეებს სურვილი აქვთ მკაფიო მითითება მიიღონ კომისიის შემდგომი ნაბიჯების შესახებ”,- აღნიშნა კრისტინ ჯონსონმა.

შემდეგ მან ყურადღება გაამახვილა 2022 წლის ციფრული საქონლის მომხმარებელთა დაცვის აქტზე (DCCPA), რომელიც შემოიღეს სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებმა.

როგორც ცნობილია, სწორედ სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტი ზედამხედველობს CFTC-ს. ჯონსომა აღნიშნა, რომ აფართოებს საქონლის განმარტებას სასაქონლო ბირჟის აქტში, რათა შეიცავდეს ციფრულ საქონელს და მოითხოვს ციფრული საქონლის პლატფორმების რეგისტრაციას CFTC-ში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი